
V საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული სემინარი „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“ გაიმართება 2026 წლის 18-22 მაისს ქ.თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სემინარის მიზანია გააერთიანოს წამყვანი მეცნიერები, ინჟინრები, ურბანისტები, გარემოსდაცვის სპეციალისტები, და ინდუსტრიის პროფესიონალები, რათა განიხილონ მდგრადი ურბანული განვითარებისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის უმნიშვნელოვანესი გამოწვევები. ჩვენი სემინარის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური იდეების, კვლევის შედეგებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების გაზიარებას, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვითი ინჟინერიის განვითარებისა და მდგრადი ურბანული დაგეგმარების ხელშეწყობის საქმეში. ჩვენი მიზანია შევქმნათ დინამიკური პლატფორმა ინტერდისციპლინური დიალოგისთვის, ხელი შევუწყოთ საერთაშორისო თანამშრომლობას და წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობებისთვის ეკომეგობრული ქალაქების განვითარებაში.











כותרת: ספירה לאחור
00
days
00
hours
00
min
00
sec
მნიშვნელოვანი თარიღები:
რეზიუმის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 01 მაისი
რეგისტრაციისა და მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 2026 წლის 04 მაისი
სემინარის პროგრამის ანონსი: 2026 წლის 10 მაისი
სრული ტექსტის გაგზავნის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 მაისი
სამეცნიერო კრებულის გამოცემა: 2026 წლის 30 ივნისი
საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტი
საორგანიზაციო კომიტეტის წევრები
კარლო კოპალიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
დავით ბარბაქაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საუნივერსიტეტო სამსახურის უფროსი, კომიტეტის წევრი;
კონსტანტინე ბასილაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, კომიტეტის წევრი;
მერაბ ბაღათურია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, კომიტეტის წევრი;
ელენა გრიგორიანი - სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომიტეტის წევრი;
ზაალ ცინაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მენეჯერი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
მალხაზ წიქარიშვილი - ბაკალავრიატის პროგრამა „მშენებლობა“ხელმძღვანელი, კომიტეტის წევრი;
ლევან ჯიქიძე - - ბაკალავრიატის პროგრამა „სამოქალაქო ინჟინერია (GEO)“, კომიტეტის წევრი;
ქეთევან მდინარაძე - ბაკალავრიატის პროგრამა „მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი“ ხელმძღვანელი, კომიტეტის წევრი;
მურმან ბაქრაძე - მაგისტრატურის პროგრამა „მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი“ ხელმძღვანელი, კომიტეტის წევრი;
ირმა ინაშვილი - მაგისტრატურის პროგრამა „წყლის ინჟინერია (ENG)“ ხელმძღვანელი, კომიტეტის წევრი;
დავით გორგიძე - დოქტორანტურის პროგრამა „მშენებლობა“ ხელმძღვანელი, კომიტეტის წევრი;
შორენა კუპრეიშვილი - დოქტორანტურის პროგრამა „წყლის რესურსების ინჟინერია“ ხელმძღვანელი, კომიტეტის წევრი;
ტარიელ კვიციანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის, საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
თამაზ ხმელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის აგული სოხაძის სახელობის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ნინო მსხილაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
მირიან ყალაბეგიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის ჰიდროტექნიკისა და სამოქალაქო ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ნუგზარ რურუა - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის საგზაო აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ელინა ქრისტესიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის ეკონომიკისა და მენეჯმენტის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ქეთევან გორდეზიანი - სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომიტეტის წევრი;
გიორგი ჩიტიაშვილი - სამშენებლო ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომიტეტის წევრი;
გიორგი ჩუბინიძე - სამშენებლო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ლევან ფიფია - სტუდენტური სერვისების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი, კომიტეტის წევრი;
დავით ლეშკაშელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, კომიტეტის წევრი.
სამეცნიერო კომიტეტის წევრები
დავით გურგენიძე - აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, კომიტეტის თავმჯდომარე;
მარტა კოსიორ -კაზბერუკი ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი, თანათავმჯდომარე;
მუსტაფა ლატიფ ემეკი - თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტის პრეზიდენტი, თანათავმჯდომარე;
ჟიშტოფ კოვალჩუკი - ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი უნივერსიტეტის რექტორი, თანათავმჯდომარე;
მანუკ ბარსეგიანი - სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, თანათავმჯდომარე;
ლეხ დენისი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, პროფესორი, თანათავმჯდომარე;
ლავრენტი გუდავაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი,
პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ანჟეი მარჩუკი - ლუბლინის სიცოცხლის მეცნიერებათა შემსწავლელი უნივერსიტეტის ვიცე რექტორი,
პროფესორი, კომიტეტის წევრი;
თამარ წერეთელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
თამარ ლომინაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე რექტორი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ზურაბ გვიშიანი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
თამაზ შილაკაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიკოსი, კომიტეტის წევრი;
გივი გავარდაშვილი - წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი, კომიტეტის წევრი;
ოვანეს ტოკმანჯიანი - აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
არესტაკ სარუხანიანი - სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი, კომიტეტის წევრი;
იაროსლავ რაიჩიკი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, კომიტეტის წევრი;
ვაჩე ტოკმანჯიანი - აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტი, პროფესორი, კომიტეტის წევრი;
დოროთა ანა კრავჩუკი - ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, კომიტეტის წევრი;
იაცეკ დავიდოვიჩი - ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, კომიტეტის წევრი;
დანიელ სლისი - ჟეშუვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, კომიტეტის წევრი;
გინა გურეშიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,
პროფესორი, კომიტეტის წევრი;
მანუჩარ შიშინაშვილი - სამშენებლო ფაკულტეტის A კატეგორიის ასოცირებული პროფესორი, კომიტეტის წევრი;
წარდგენის პროცესი
V საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ სემინარზე „გარემოს ინჟინერია და თანამედროვე ეკოურბანისტიკა“, თქვენი ნაშრომის წარსადგენად, შესაბამისი ფორმის საშუალებით უნდა გამოაგზავნოთ ნაშრომის რეზიუმე წარდგენის პროცესის დასრულებამდე, არაუგვიანეს 2026 წლის 1 მაისისა. თავდაპირველად ნაშრომის რეზიუმემ უნდა გაიაროს ბრმა განხილვის პროცესი. დადებითი შედეგის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას. სარეგისტრაციო საფასურის გადახდის შემდეგ (ვალდებულების შემთხვევაში) თქვენი აპლიკაცია საბოლოოდ იქნება დადასტურებული.
წარდგენისა და შემდგომი პროცესების გასაადვილებლად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი მითითებები, ინფორმაცია, რჩევები და აღნიშნული პირობები.
კონფერენციის ენები: ინგლისური, ქართული, რუსული და თურქული
განაცხადის შესავსებად და რეზიუმეს გამოსაგზავნად, დააჭირეთ აქ.
ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
კონფერენციაზე რეგისტრაციის საფასური
-
ონლაინ მონაწილეობის საფასური (zoom-ით): 50 აშშ დოლარი (ექვივალენტი ლარში)
-
ოფლაინ (პირისპირ) მონაწილეობის საფასური: უფასო
ნაშრომის რეზიუმეს წარდგენის პროცესი
-
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ნაშრომის რეზიუმე შესაბამისი ფორმის მეშვეობით 2026 წლის 01 მაისამდე. რეგისტრაციისა და რეზიუმეს გამოსაგზავნად დააჭირეთ აქ. რეზიუმეს გამოგზავნის შემდეგ, სამი სამუშაო დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტით მიიღებთ დადასტურებას რეზიუმეს მიღების შესახებ;
-
რეზიუმე უნდა მოიცავდეს 250-300 სიტყვას. რეზიუმე, რომელიც ამ მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს, მოითხოვება, რომ იქნას გადახედილი. გთხოვთ გადმოწეროთ რეზიუმეს შაბლონი და მიჰყვეთ შემოთავაზებულ ფორმატს. რეზიუმეები, რომლებიც არ შეესაბამება მოცემულ ფორმატს იქნება უარყოფილი. კონფერენციის ძირითადი ენა არის ინგლისური, თუმცა შეგიძლიათ რეზიუმე დამატებით წარმოადგინოთ სხვა ენებზეც (რეზიუმეს ინგლისური ვერსია აუცილებელია, სასურველია დამატებით წარმოდგენილი იქნას ასევე ქართულ, თურქულ ან რუსულ ენაზე);
-
ჩვენ გირჩევთ, რომ გამოაგზავნოთ ინფორმატიული რეზიუმე (სრული რეზიუმე), რომელიც ამომწურავ ინფორმაციას მოგვაწვდის ნაშრომის შესახებ (წინასიტყვაობა, მიზანი, მეთოდოლოგია, შედეგები და დასკვნა);
-
გთხოვთ ნაშრომის რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ მოკლე ბიოგრაფია;
-
გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი განაცხადი შესაბამის ვადამდე, რათა მიიღოთ Early Bird-ის ტარიფებით სარგებლობის უფლება;
-
თქვენი ნაშრომის რეზიუმე, მიღებიდან ორი-სამი კვირის განმავლობაში გაივლის ორმაგ ბრმა შეფასებას. საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი განიხილავს თქვენს ნაშრომს. სამეცნიერო კომიტეტს უხელმძღვანელებს კონგრესის თავმჯდომარე, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას რეზიუმეს შესახებ;
-
ნაშრომის მიღება ან უარყოფა გამოგეგზავნებათ რეცენზენტის კომენტარებითურთ. თუ ნაშრომის გადახედვა გახდება საჭირო, შესწორებული ნაშრომი უნდა დაგვიბრუნდეს ერთი კვირის განმავლობაში;
-
რეზიუმეს შაბლონის სანახავად დააჭირეთ აქ
სრული ტექსტის წარდგენის პროცესი
-
სრული ტექსტი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტის სახით .doc ან .docx ფორმატში (არა PDF ფორმატში) და დასათაურებული იყოს ავტორის ნაშრომის რეზიუმის ნომრითა და სახელით;
-
ყველა ტექსტი უნდა იყოს ინგლისურ, ქართულ, რუსულ ან თურქულ ენებზე. გთხოვთ დარწმუნდით, რომ თქვენი ხელნაწერი არ შეიცავს გრამატიკულ შეცდომებს;
-
ჩამოტვირთეთ სრული ტექსტის შაბლონი და მიჰყევით ინსტრუქციებს;
-
ნაშრომი, რომელიც არ იქნება შემოთავაზებულ ფორმატის, არ მიიღება;
-
თუ ნაშრომის განხილვის შემდეგ გამოვლინდება მისი გადახედვის საჭიროება, ჩვენ გამოგიგზავნით მას კომენტარებით, რომელიც შესწორებული უნდა დაგვიბრუნოთ ერთი კვირის ვადაში.
-
სრული ტექსტის შაბლონის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ
რეკომენდაციები საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ
(უნივერსიტეტის სიახლოეს მდებარე სასტუმროები)











